ჩემ მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრები ჩემ მიერ აშენებული ავტობანით - მიხეილ სააკაშვილი

19.11.21 21:53
ჩემ მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრები ჩემ მიერ აშენებული ავტობანით - მიხეილ სააკაშვილი

ახლა მოშვების დრო არ არის, ახლა კონსოლიდაციის დროა - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, გლდანის ციხის საავადმყოფოდან გამოგზავნილ წერილში საუბრობს. 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,  მთავარი ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაა: 

არ შევუშინდეთ არც ზამთარს, არც რეჟიმის მუქარას, არ ჩავთვალოთ რაიმე მნიშვნელოვანს მივაღწიეთ, მთავარი ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაა. ბოლოს და ბოლოს რას ვითხოვთ ისეთს, რასაც არ ვიმსახურებთ, ვითხოვთ ვცხოვრობდეთ თავისუფალ, არაძალადობრივ ქვეყანაში, გვქონდეს ისეთი შემოსავალი რომ, შევძლოთ უზრუნველად გავზარდოთ ჩვენი შვილები და მივხედოთ ჩვენს მშობლებს, გვქონდეს მომავალი, როგორც პირადად, ასევე მთელ ქვეყანას.

როგორც არასდროს, ისე მჯერა გამარჯვების და როგორც არასდროს, მჯერა რომ ახლა სწორედ გამარჯვების დროა. არცერთი გარიყული ადამიანი, არცერთი დაკარგული წამი, არცერთი ნაბიჯით უკან", — წერს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები