მივესალმებით სააკაშვილის გადაყვანას, მთავრობას მოვუწოდებთ მესამე პრეზიდენტზე ზრუნვას - სენატორები
იზრუნეთ მასზე - ამერიკელი სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ დაიცვან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და გაითვალისწინოს დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის რეკომენდაციები.
სენატორები ასევე წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის სამართლიანობას და გამჭვირვალობას, ასევე მესამე პრეზიდენტის სხდომაზე ფიზიკურად დასწრების უზრუნველყოფას ყურადღებით დააკვირდებიან. წერილის ავტორები, დემოკრატი სენატორები: ჯინ შაჰინი, ბენ კარდინი, ჯიმ რიში და რონ ჯონსონი არიან.
ჯინ შაჰინმა ტვიტერზე დაწერა, რომ მიესალმება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას, მისი შიმშილობის დასასრულს.
„ჩვენ კვალდაკვალ მივუყვებოდით მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ სიტუაციას და მის მკურნალობას, რაც საქართველოს მეგობრებს აშშ–ის სენატში აღელვებთ. თუმცა, ჩვენ გავეცით გაფრთხილება, რომ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება დაემტებოდა საქართველოს ისედაც პოლარიზებულ პოლიტიკურ სიტუაციას, ბატონი მიხიელ სააკაშვილი, როგორც ყველა გასამართლების მომლოდინე ციხეში მყოფი ადამიანი, იმსახურებს სამართლიან და თანასწორ მოპყრობას, საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ გვაღელვებს, რომ ახლა იქ ასე არ ხდება. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ დარწმუნდეს დამოუკიდებელი ექიმების რჩევა დაუყონებლივ იქნეს გათვალისწინებული, რომ ბატონმა სააკაშვილმა მიიღოს ის სამედიცინო დახმარება, რაც მას სჭირდება. ჩვენ ვუყურებთ სასამართლო პროცესს ახლოდან და ხაზს ვუსვამთ მნიშვნელობას იმაში დარწმუნებისა, რომ პროცესი სამართლიანი გამჭირვალე და პირადი დასწრებით შედგეს. უფლება სამართლიანი და დაჩქარებული პროცესისა ნებისმიერი დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელია და ეს შემთხვევა არ არის გამონაკლისი.
ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას რომ პრიორიტეტული გახადოს მიხეილ სააკაშვილის სიტუაციის სერიოზულობა და მხედველობაში იქონიოს მისი გავლენა საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობაზე. ახლა დროა პოლიტიკური განსხვავებების გადადებისა, ქართველი ხალხის სარგებლისთვის. რადგან სიტუაცია დღითიდღე საზარელი ხდება, ასევე იზრდება რისკი შეცდომისა, რამაც შედეგად შესაძლოა გამოიწვიოს სააკაშვილის სერიოზული დაზიანება ან უარესი. მსგავს ტრაგედიას ექნება განგრძობითი უარყოფითი გავლენა საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებზე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, რომ ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესის თანახმად იმოქმედონ“ – ნათქვამია სენატორების განცხადებაში.