იუსტიციის მინისტრმა 95 წამში სამჯერ მოიტყუა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე 95 წამში სამჯერ მოიტყუა.
ბრეგვაძის ტყუილები "ფაქტ-მეტრმა" დათვალა:
მტკიცება 1: პატიმარი სააკაშვილი მე-12 დაწესებულებაში შესახლების დღიდან სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც მას კანონმდებლობით აქვს მინიჭებული
ვერდიქტი: ტყუილი
ბოლო პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილი მასალებიდან გამოიკვეთა, რომ პატიმრობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი არაერთი უფლება დაირღვა.
ამ დრომდე მას არ ეძლევა საშუალება, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო განხილვაში პირდაპირი მონაწილეობა მიიღოს. საქმის განხილვის პროცესში ბრალდებულის მონაწილეობის შესაძლებლობა, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით აღიარებული უფლებაა. სახალხო დამცველის მიერ 16 ნოემბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლო პროცესში უშუალო მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მის მიმართ, ზემოხსენებული მუხლებით აღიარებული უფლება ირღვევა.
ასევე, სააკაშვილის უფლების დარღვევაზე მიუთითებს 11 ნოემბერს გავრცელებული კადრები, რომელშიც სააკაშვილის გლდანის #18 დაწესებულებაში მოტყუებით და იძულებით გადაყვანაა ასახული.
მტკიცება 2: მისი უფლებები არის დაცული, რისი ნათელი დასტურიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მომჩივნის ერთადერთი მოთხოვნა, სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის თაობაზე
ვერდიქტი: მანიპულირება
10 ნოემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დროებითი ზომის მიღებაზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
გადაწყვეტილებაში სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და ამ ეტაპისთვის მხარეებისგან, 24 ნოემბრის ჩათვლით, ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით შემოიფარგლა. აქედან გამომდინარე, იმის თქმა რომ სტრასბურგის სასამართლომ კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, არის მანიპულირება. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო ჯერჯერობით ინფორმაციის მიღების და შესწავლის ეტაპზეა და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში - მოთხოვნილი ინფორმაციის მიღების შემდეგ, მიიღებს .
მტკიცება 3: დესტრუქციულ ოპონენტებს, ნაცვლად იმისა, რომ გადაედგათ ჰუმანური ნაბიჯი და მოეწოდებინათ მისთვის შიმშილობის შეწყვეტისკენ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სრულიად გაუგებრად იყენებდნენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას საკუთარი ვიწრო, მერკანტილური პოლიტიკური ინტერესებისთვის, რასაც არაფერი აქვს საერთო ადამიანურ თანადგომასთან"- წერს "ფაქტ-მეტრი".
ფაქტ-მეტრის სტატის ვრცლად ნახეთ აქ