გორის სამხედრო ჰოსპიტალთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება

20.11.21 13:02
გორის სამხედრო ჰოსპიტალთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება

პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. საავადმყოფოში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, დამატებით სათვალთვალო კამერები დაამონტაჟეს.

24 საათიან ვიდეო კონტროლთან ერთად, ტერიტორიას და პერიმეტრს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დანაყოფები იცავენ.

ასევე დღეიდან ჰოსპიტალში რესპუბლიკური კლინიკის რეანიმატოლოგთა ჯგუფი ყოველდღიურად იმორიგევებს.

50 დღიანი შიმშილობის შემდეგ, პრეზიდენტის მდგომარეობა სტაბილურად კრიტიკულია.

ცნობილია, რომ მედისკოების კონსილუმმა დღეს უნდა იმსჯელოს და გაწეროს შიმშილობის შემდგომ აღმდგენი პროტოკოლი. 

მსგავსი სიახლეები