სააკაშვილის ჰიოსპიტალში გადაყვანის საჭიროება არ იყო - გია ვოლსკი
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი ირწმუნება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის საჭიროება არც გუშინ იყო.
როგორც პარლამენტის ვიცე სპიკერი ამბობს, რომ სააკაშვილმა 40 დღემდე იშიმშილა.
ჯერ მოუწოდებნდენ, რომ გადავიყვანოთ. გადაიყვანეს, ახლა აქმდე რატომ არ გადაიყვანეთო. აქამდე ამის საჭიროება არ იყო. ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ არც გუშინ გადაყვანის საჭიროება არ იყო.
თუ არ ვცდები, ცოტნე გამსახურდიამ 40 -დღემდე იშიმშილა. სააკაშვილის პირადი პატიმარი ვარო, აცხადებდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი. მაშინ ამასთან დაკავშირებით ყურიც, თითიც კი არავის გაუნძრევია"- განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, სტაბილურობა შეინარჩუნოს:
მელიამ და გვარამიამ ჩათვალეს, რომ სააკაშვილის გადაყვანით გაიმარჯვეს, მაგრამ ეს ასე არ არის, სახელმწიფომ ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც სიმშვიდეს სჭირდება"- თქვა დეპუტატმა.