"კი ბრეივიკიც იმსახურებს სამართლიან მოპყრობას"- ვოლსკი სააკაშვილს 77 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს ადარებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, 77 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ ტერორისტს, ანდერს ბრეივიკს ადარებს.
23 გავლენიანი ევროპარლამენტარის მოთხოვნის საპასუხოდ, ვოლსკიმ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამართლიანად ექცევიან.
კი, ბრეივიკიც იმსახურებს სამართლიან მოპყრობას. მან 76 ადამიანი მოკლა. არანაკლები ადამიანი იყო მოკლული, ნაწამები, ათასობით მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. მისი ჩართულობით, მისი ცოდნით და მის მიერ ორგანიზებული. მიუხედავად ამისა, მას 6 წელი აქვს მისჯილი. იგი არის პატიმარი და რა საკვირველია, მის მიმართ მოპყრობა უნდა იყოს იმ სტანდარტის, რომელიც საქართველოში, მისი ხელისუფლების დროს არ არსებობდა"- თქვა დეპუტატმა.
23 ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილე პირების სანქცირებას ითხოვს.