გიორგი ბურჯანაძე პრორუსული და ძალადობრივი პარტიის, ალტ-ინფოს აკრძალვას მოითხოვს

20.11.21 15:52
 გიორგი ბურჯანაძე პრორუსული და ძალადობრივი პარტიის, ალტ-ინფოს აკრძალვას მოითხოვს

სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე პრორუსული და ძალადობრივი პარტიის, ალტ-ინფოს აკრძალვას მოითხოვს. 

ბურჯალიანი აღნიშნავს, რომ  ეს შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გზით. პროცესის ინიცირება კი შეუძლია: პრეზიდენტს, მთავრობას და 30 დეპუტატს. 

ამ ხალხმა მოაწყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე საშინელი დღე - 5 ივლისი, სადაც ადგილი ჰქონდა ძალადობის არათუ პროპაგანდას, არამედ მასობრივ ორგანიზებულ ძალადობას. 
ამ პარტიის თავმჯდომარე არის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ არ სჯის მას ჩვენი შსს და პროკურატურა. 
კონსტიტუციის მიხედვით ამ პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ პროცესის ინიცირება შეუძლია:
ა. პრეზიდენტს;
ბ. მთავრობას;
გ. 30 დეპუტატს;
ვინც არ გაასაჩივრებს ამ პარტიას და მის აკრძალვას არ მოითხოვს, ჩემთვის მათი ირიბი მოკავშირე და მხარდამჭერი იქნება. 
რუსეთი ოკუპანტია და ამ პარტიის არსებობა ეროვნული სირცხვილია ყველაფერთან ერთად "- წერს ბურჯანაძე. 

პრორუსულმა ჯგუფმა, ალტ ინფომ პარტია, კონსერვატიული მოძრაობა დააფუძნა. ძალადობრივი ჯგუფის პარტიის ყრილობა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. პარტიის თავმჯდომარედ,  5 ივლისის ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ მახარაძე აირჩიეს.  

მსგავსი სიახლეები