ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში - „ოცნების“ წევრები კითხვებს თავს არიდებენ
თუკი სილის გაწნა და ბანერზე წარწერის გაკეთება "კრიმინალია", არის თუ არა საკანონმდებლო ორგანოში მუშტი-კრივის გამართვა კრიმინალი? ამ კითხვით "პირველებმა" "ოცნების" წარმომადგენლებს მიმართა, თუმცა მათ პასუხის გაცემა არ ისურვეს. "პირველების" კამერამ გუშინ საღამოს რუსთაველის თეატრიდან გამოსული "ოცნებს" წევრები დააფიქსირა, თუმცა პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე საუბარი არცერთმა მათგანმა არ ისურვა.
კითხვას, გმობს თუ არა საკანონმდებლო ორგანოში მომხდარ ფაქტს, არც კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გასცა პასუხი და მედიას ზურგი აქცია.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიას 2 დეპუტატს, გიგა ფარულავას და გიორგი შარაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"პირველების" მიერ გადაღებულ კადრების მიხედვით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ, „ქართული ოცნების“ შემდეგი წევრები:
- არჩილ გორდულაძე,
- ლაშა ტალახაძე,
- ლევან მაჭავარიანი,
- ირაკლი კირცხალია
- ირაკლი ხელაძე