ვიქტორ ყიფიანი ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს - „ქორთიარდ მარიოტში“ ყრილობა მიმდინარეობს
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი, საკუთარ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს. ამ წუთებში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ პარტია „ჯერ საქართველოს“ დამფუძნებელი ყრილობა მიმდინარეობს.
ახალი პოლიტიკური გაერთიანების განცხადებით, მათი მთავარი მიზანია საქართველო რეგიონის ლიდერად აქციონ, ხოლო საგარეო პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მეტი ინვესტიციის მოზიდვასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას მოემსახუროს.
„ცვლილებებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა და არა მხოლოდ ოპოზიციური პარტია“ - ასე განმარტავს ვიქტორ ყიფიანი ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნის მიზანს. მისი თქმით, პარტიის დაფუძნება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა და ცვლილებების მოთხოვნამ განაპირობა.
ეს დღე მოიტანა იმ პროცესებმა, რომელიც ქვეყანაში ვითარდება. ამ დრემ დაბადა და წარმოქმნა საჭიროება ცვლილებებისა და სწორედ ის ფორმალური აქტი, რასაც დღეს ადგილი ექნება, ამ ცვლილებებისადმი, ამ მოლოდინებისადმი გადადგმუი ნაბიჯია. ამდენად, ხშირად მითქვამს ჩემს კოლეგებთან ერთად, რომ ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ მხოლოდ ოპოზიციური პარტია, მეტზე გვაქვს განაცხადი, ჩვენ გვინდა ვიყოთ ცვლილებებზე ორიენტირებული პოლიიტკური პარტია. ამდენად, ეს ნიშნავს გარკვეულ ელერა არა მარტო შიდა პარტიული დემოკრატიის კუთხით, არამედ იმ პროცესებისადმი დამოკიდებულებაში, რაც ქვეყანაშ ვითარდება, - ამბობს ვიქტორ ყიფიანი.