გადაიყვანენ თუ არა ელენე ხოშტარიას მრავალპროფილურ კლინიკაში - პოლიტიკოსის მდგომარეობაზე კონსილიუმი ხვალ იმსჯელებს

28.06.26 20:26
გადაიყვანენ თუ არა ელენე ხოშტარიას მრავალპროფილურ კლინიკაში - პოლიტიკოსის მდგომარეობაზე კონსილიუმი ხვალ იმსჯელებს

 

 

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შექმნილმა სამედიცინო კონსილიუმმა ხვალ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. სავარაუდოდ, უახლოეს საათებში გაირკვევა, დატოვებს თუ არა ოპოზიციის ლიდერი საპატიმროს და გააგრძელებს თუ არა მკურნალობას მრავალპროფილურ კლინიკაში.

სანამ ექიმები დასკვნას ამზადებენ, პარტია „დროაში“ განგაში გამოაცხადეს. ხოშტარიას თანაგუნდელები აცხადებენ, რომ პოლიტიკოსმა პატიმრობის პერიოდში სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ მიიღო, რამაც, მათი შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია.

ამ ფონზე, დღეს აქცია გაიმართა რუსთავის საპატიმროსთან, სადაც აქტივისტებმა ელენე ხოშტარიასა და სხვა პატიმარ ქალებს სოლიდარობა გამოუცხადეს. შეკრებილების განცხადებით, საქართველოს ციხეებში უდანაშაულო ადამიანები იმყოფებიან და მათ უფლებები დაცული არ არის.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები