მიხეილ სააკაშვილის მძიმე დიაგნოზი - ექიმები აქამდე უთქმელ დეტალებს ყვებიან

20.11.21 20:55
მიხეილ სააკაშვილის მძიმე დიაგნოზი - ექიმები აქამდე უთქმელ დეტალებს ყვებიან

საქართველოს მესამე პრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალის გისოსებიან პალატაში, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია, მინიმუმ ორი თვის გატარება მოუწევს.

"ნოდარ მელაძის შაბათის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ნატა ქაჯაიამ, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გაუხმაურებელ დეტალებს მოუყარა თავი. 

"შაბათის ეთერთან" საუბრისას მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია პირველად ყვება რა მდგომარეობაში ნახა მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის რეანიმაციულ განყოფილებაში. 

ვნახე ჩემი შვილი და ცოტა ხანი ვიჯექი მის გვერდზე. ჩემთვის ესეც საკმარისი იყო... ეს წუთები იყო საშინელება.

დიდი უსამართლობაა ჩემი შვილის წინააღმდეგ არის ბრალდებები. ეს სრული აბსურდია. რატომ? -  იმიტომ რომ ასეთი სახელმწიფო ააშენა, ამისთვის ისჯება?! არ გადასცა დამპყრობელს ქვეყანა... რა ჰქვია ამას ახლა?!"- განაცხადა გიული ალასანიამ. 

"ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერიდან ცნობილი ხდება ისიც, რომ გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილს ვერნიკეს ენცეფალოპათია თავის ტვინის ფუნქციის მოშლა განუვითარდა. 

ვერნიკეს ენცეფალოპატია მძიმე დაავადება. შეიძლება მსუბუქად დაიწყოს, როგორც შეამჩნევ მაშინვე უნდა მოხდეს რეაგირება. თორემ მოჰყვება ფსიქოზი. მისი შემოტრიალება კი შეუძლებელია" - აცხადებს ექიმი თენგიზ წულაძე. 

50 დღიანი შიმშილობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილმა ცხიმის მასა სრულად დაკარგა და დაეწყო კუნთების გალევა. ექიმების შეფასებით, თუ ის შიმშილობას კიდევ ათი დღე გააგრძელებდა ცოცხალი ვერ გადარჩებოდა. 

პაციენტის ისტორიის მიხედვით, რუსთავიდან გლდანში 105 კილოთი გადაიყვანეს, მაგრამ მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, ექიმები მის წონას ვეღარ აკონტროლებენ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფმა განგაშის სიგნალი, სააკაშვილთან პირველი შეხვედრის დროს ჩართო, როცა გულის გაჩერების რისკი დაინახა, რადგან კალიუმი სახიფათო ნიშნულზე დახვდა. აიდა გოზალოვა იხსენებს რომ პრეზიდენტი  წამალს პროტესტის ნიშნად არ იღებდა. ამიტომ პირველი აბი გოზალავას თხოვნით მიიღო. 

ჩემი ხელით მივეცი და მიიღო. ვუთხარი რომ სახიფათო მდგომარეობაა. გაუკვირდა რომ ვიტამინი ბ სჭირდა. დათანხმდა. მოვიტანე მედიკამენტი - მინერალები. ჩემი ხელით მივეცი დალია- აცხადებს გოზალოვა.

ახლა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მის ორგანოებს ახლა აგრესიული და ინტენსიური მკურნალობა სჭირდება. სავარაუდოდ, ექიმები იხელმძღვანელებენ კალიფორნიის შიმშილობის 20 გვერდიანი პროტოკოლით. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები