მივესალმები სააკაშვილის გადაყვანას, ხოშტარიასა და სხვების შიმშილობის შეწყვეტას - ჰარცელი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანასა, ელენე ხოშტარიასა და სხვების შიმშილობის შეწყვეტას მიესალმება.
მივესალმები გუშინდელ მოქმედებებს, რაც უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას და ქალბატონი ხოშტარიასა და სხვების შიმშილობის შეწყვეტას. იმედი მაქვს, რომ ეს შესაძლებლობა მომავალი პროგრესისთვის იქნება გამოყენებული. ფუნდამენტური უფლებები, ობიექტური სამედიცინო კონსულტაცია და სათანადო სამართლებრივი პროცესი კი კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა" - წერს კარლ ჰარცელი ტვიტერზე