კვებაში უკან დაბრუნება გაცილებით უფრო რთულია... მოდუნების უფლება არ გვაქვს - კონსილიუმის წევრებმა გორის ჰოსპიტალი დატოვეს
სამთავრობო კონსილიუმის ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის კლინიკური მდგომარეობა სტაბილურია, ტუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ "მოდუნების დრო არ აქვთ".
კონსილიუმის ექიმი ნინო შარაშენიძე აცხადებს, რომ პაციენტი იღებს საკვებს ექიმების შემუშავებული კვების სქემის მიხედვით.
ირკვევა, რომ მესამე პრეზიდენტს ჩაუტარდა ლაბორატორიული კველვები, შემუშავდა მისი მკურნალობის გეგმა.
პაციენტის კლინიკური მდგომარეობა, მდგომარეობა დინამიკაში ნამდვილად გაუმჯობესებულია, სტაბილურია, უტარდება აბსოლუტურად ადექვატური თერაპია.
ჩვენ ვნახეთ ლაბორატორიული კვლევის შედეგები, შევაფასეთ პაციენტის თერაპიული სტატუსი, დავუსახეთ ლაბორატორიული კვლევების შემდეგი სქემა, შევიმუშავეთ მკურნალობის ტაქტიკა, მედიკამენტები, ამ პროცესში ჩართული იყო, არა მხოლოდ ჩვენი კონსილიუმის გუნდი, არამედ აქაური არაჩვეულებრივი ექიმების გუნდი"- აცხადებს მედიკოსი.
ნინო შარაშენიძის თქმით, სააკაშვილთან პარალელურად იყო რესპუბლიკური საავადმყოფოდანაც ექიმი, ნუტრიციოლოგი, გასტრო-ენტეროლოგი, ქალბატონი ინგა გვარლიანი.
შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხვალინდელ დღესთან მიმართებაში, როგორ უნდა მოვიქცეთ, ქალბატონმა ელენემ დასახა მკურნალობის-კვების ახალი ტაქტიკა, ბატონმა სანდრომ შეაფასა მისი ნევროლოგიური სტატუსი, აქვს გარკვეული ჩივილები, რაც აბსოლუტურად ადექვატურია ამ დროისთვის, აქვს თავის ტკივილი და რაღაც გარკვეული პრობლემები, რომლებიც, ნელ-ნელა, იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად კორეგირდება"- განმარტა ექიმმა.
ნინო შარაშენიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი იღებს საკვებს სქემის მიხედვით:
კვებაში უკან დაბრუნება გაცილებით უფრო რთულია და საჭიროებს ძალიან მნიშვნელოვან მონიტორინგს, ანალიზების შედეგები არის ნორმალური, გაუმჯობესებული, ჩვენ რომ ველოდებოდით, რომ შესაძლებელი იქნებოდა დამძიმება სწორედ ამიტომ გადმოვიყვანეთ მულტიპროფილურ კლინიკაში" - ამბობს კონსილიუმის ექიმი ნინო შარაშენიძე.
სანდრო ცისკარიძემაც დაადასტურა რომ მდგომარეობა დინამიკა პოზიტიურია, თუმცა აქვე დასძენს, რომ "მოდუნების უფლება არ აქვთ".