როგორ დაიღუპა ქართულ ციხეში მოშიმშილე პატიმარი? - "შაბათის ეთერის"ჟურნალისტური გამოძიება
ნოდარ მელაძის შაბათის ხმაურიანი გამოძიება - "ტვ პირველის" მაყურებელი დღეს პირველად გაიგებს როგორ დაიღუპა ქართულ ციხეში მოშიმშილე პატიმარი.
საგულდაგულოდ დამალული ამბები ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა გაარკვია და მტკიცებულებების ერთობლიობაც მოიპოვა.
საუბარია 32 წლის გიორგი ფასიაშვილზე, რომელიც უახლოეს ისტორიაში პირველი პატიმარია რომელიც შიმშილობას ემსხვერპლა.
ახალგაზრდა მუხლის გადაკვალიფიცირების მოთხოვნით 40 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ფასიაშვილი მეზობლის დაჭრას არ აღიარებდა, და პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავდა.
პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის ციხის კლინიკაში მოათავსეს, სადაც მდგომარეობა იმ დონემდე დამძიმდა, რო გიორგი ფასიაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს. მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
პატიმრის გარდაცვალებიდან სამი წელია გასული, თუმცა ამ დრომდე არავინ დასჯილა. ჩნდება ვარაუდი, რომ ციხის საავადმყოფოში ახალგაზრდა ბედის ანაბარა დატოვეს.
გარდაცვლილის დედა "შაბათის ეთერთან" საუბრისას ციხის ადმინისტრაციის მხრიდან გულგრილობას არ გამორიცხავს.
ნახეთ მარიამ გაფრინდაშვილის რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიება