"სააკაშვილი გადაიყვანეთ იქ, გლდანის ციხეში!" - ივანიშვილის დირექტივა

20.11.21 21:12
"სააკაშვილი გადაიყვანეთ იქ, გლდანის ციხეში!" - ივანიშვილის დირექტივა

"ნოდარ მელაძის შაბათის" ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მეთორმეტე პენიტენციური დაწესებულებიდან, გლდანის ციხეში ოლიგარქ ივანიშვილის პირადი ბრძანებით გადაიყვანეს.

წყარო მმართველი პარტიიდან "პირველებს" უყვება, რომ ივანიშვილს პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძესთან.

"გადაიყვანეთ იქ, გლდანის ციხეში"- უთხრა ივანიშვილმა კობახიძე-ღარიბაშვილს. 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, "ოცნებაში" სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრებმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. 

 

მსგავსი სიახლეები