სააკაშვილს მიეცეს ციხის გარეთ მკურნალობის უფლება - ნიკოლოზ ყიფშიძე
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე მოითხოვს, რომ მესამე პრეზიდენტს ციხის გარეთ მკურნალობის უფლება მიეცეს. ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება, რაც რეაბილიტაციის პროცესისთვის ხელის შემშლელია.
სუსტად არის, წნევის პრობლემები ჰქონდა. გარკვეული პრობლემები მოხდა დილას ბადრაგთან, არ მისცეს ფანჯრის გახსნის უფლება. არავინ იცის რა მოხდება როგორ გაგრძელდება. მე რომ შემეძლოს გადაწყვეტილების მიღება, ესეთ ადამიანს მივცემდი ციხის გარეთ მკურნალობოის უფლებას", - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.