TI: "პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს"

02.07.26 12:23
TI: "პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს"

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა  - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. 

TI-ის ცნობით, 26 შემომწირველიდან 21 „ქართული ოცნების“ ძველი დონორია. 2020 წლიდან მათ პარტიას უკვე 2.7 მილიონი ლარი შესწირეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ამავე დროს, შემომწირველებთან დაკავშირებულ კომპანიებს მიღებული აქვთ:

  •  17.7 მლნ ლარის სახელმწიფო კონტრაქტები,
  •  1 მლნ ლარის აგროსუბსიდია,
  •  749 ათასი ლარი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამიდან,
  •  ბათუმში 85 000 კვ.მ-ზე მშენებლობის ნებართვები, მათ შორის ორი ცათამბჯენისთვის.

მსგავსი სიახლეები