სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - გორის ჰოსპიტალი დუმს
გორის სახმედრო ჰოსპიტალი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამ დრომდე ინფორმაციას არ ავრცელებს. სამედიცინო დაწესებულება მესამე პრეზიდენტის შესახებ არავითარ ინფორმაციას არ აწვდის ჟურნალისტებს. სააკაშვილს დღეს არასამუშაო დღის გამო, არც ვიზიტორები ეყოლება. დღეს არც კონსილიუმის შეკრებაა დაგეგმილი. გორის ჰოსპიტალში არ ჩასულა არც მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე.