მედვედევი თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება – მედია

02.07.26 13:30
მედვედევი თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება – მედია

დმიტრი მედვედევი, თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

ინფორმაცია, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პარტია "ერთიანი რუსეთის" თავმჯდომარე ირანში ჩადის,  რუსეთში ირანის ელჩმა, კაზემ ჯალალიმ ISNA-სთან ინტერვიუში დაადასტურა. 

"რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი პრემიერმინისტრი, დმიტრი მედვედევი, თეირანში ისლამური რევოლუციის გარდაცვლილი ლიდერის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის რანგში დაესწრება." – აცხადებს ელჩი. 

თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება მიხეილ ყაველაშვილიც.

მსგავსი სიახლეები