"მე, მიხეილ სააკაშვილი უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე" - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მოქალაქეებს სასამართლოდან მიმართა
"მე, მიხეილ სააკაშვილი უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე" - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო დარბაზიდან მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, "თითოეულმა მათგანმა უარი თქვას მსხვერპლად ყოფნაზე".
- მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სასამართლოდან სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მისი თქმით, მიუხედავად "ქართული ოცნების" მცდელობებისა, მთელი ეს წლები უარს ამბობს, რომ გატყდეს და კვლავ აქტიურობს.
მესამე პრეზიდენტმა ჩამოთვალა, თუ როგორ შეიძლება თითოეულმა დამიანმა "დიქტატურას ჭრილობები მიაყენოს" და აღნიშნა, რომ მათ ყველაფერი გამოუვათ.
მე, მიხეილ სააკაშვილი უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს თქვენთვის, თითოეულმა თქვენგანმა უარი თქვას მსხვერპლად ყოფნაზე, შეწყვიტეთ მსხვერპლად ყოფნა, ნუ ახარებთ მათ სადისტურ [?], ნუ აჩაგვრინებთ თავს, ამითი სიცოცხლეს უხანგრძლივებთ ამ რეჟიმს. პირიქით, ყოველდღე უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს - აბა მე დღეს რა გავაკეთე საქართველოს გადასარჩენად? აბა მე დღეს რა ვატკინე ამ ქვეყნის დამაქცეველ დიქტატურას, რა გავაკეთე იმისათვის, რომ საბოლოოდ რუსეთს ფიზიკურადაც არ ჩაუვარდეს ხელში მთელი საქართველო. მე, მიუხედავად მათი მცდელობისა, მთელი ეს წლები უარს ვამბობდი, რომ გავტყდე, ვაქტიურობ, მაქვს მიმოწერა მსოფლიოს წამყვან პოლიტიკოსებთან, ვაქვეყნებ სტატიებს დასავლურ პრესაში. ვიღაც მრავალრციხოვან, ან მცირე საპროტესტო აქციებში მიიღებს მონაწილეობას, ვიღაც კორუფციას გამოიტანს სააშკარაოზე, ვიღაც ოპოზიციას და აქტივიზმს დააფინანსებს და ფულს შეუგროვებს, როცა მათ აჯარიმებს, ვიღაც კრიტიკულ პოსტს დაწერს და ვიღაც უბრალოდ ამ პოსტს "დაალაიქებს", გააზიარებს და არ შეეშინდება ამის გაკეთება, ვიღაც მეზობლებს დაელაპარაკება და აუხსნის ქვეყანაში შექმნილ რეალურ სიტუაციას, ვიღაც უკანონო ბრძანების შესრულებაზე იტყვის უარს და ვიღაც უბრალოდ იმაზე იტყვის უარს,წ რომ მოიტყუოს, როცა მას ამას ავალებენ. ეს ყველაფერი რაც მე ჩამოვთვალე, ეს არის დიქტატურის, ბინძური სხეულისთვის მრავალი ჩხვლეტის მიყენება, ათასი ჭრილობის შედეგად ჩვენ მათ წავაქცევთ, ამიტომ ვიდგეთ მაგრად, ყველაფერი მაგრად იქნება და ყველაფერი გამოგვივა," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
- ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 პოლიტიკოსის პროცესი მიმდინარეობს.