საქართველოს უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია

02.07.26 18:35
საქართველოს უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია

უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფრომაციაშია ნათქვამი, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.

გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შავკატ მირზიოევის შეხვედრებიმიხეილ ყაველაშვილთან და ირაკლი კობახიძესთან. ასევე ხელი მოეწერება საქართველოს და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების შესახებ დეკლარაციას და სხვადასხვა სფეროში ხელშეკრულებებს.