გაჩნდებიან თუ არა პოლიტიკური ლიდერების დევნის საქმეში ახალი ბრალდებულები? - რა ხდებოდა სასამართლოში

02.07.26 20:12
გაჩნდებიან თუ არა პოლიტიკური ლიდერების დევნის საქმეში ახალი  ბრალდებულები? - რა ხდებოდა სასამართლოში

გაჩნდებიან თუ არა პოლიტიკური ლიდერების დევნის საქმეში  ახალი ბრალდებულები? - პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა დაადასტურა, რომ სასამართლოში მიყვანილი მოწმეები დღეს  გიორგი  გახარიას და ლევან ხაბეიშვილის სახელებსა და გვარებს ახსენებდნენ.

ამ დროისთვის არც გახარიას და არც ხაბეიშვილს ბრალდებულის სტატუსი არ აქვთ, თუმცა მიუხედავად ამისა, პროკურატურის მოწმეები ამბობენ, რომ ესმოდათ და ხედავდნენ,  როგორც გახარიას, ასევე ხაბეიშვილის მხრიდან ძალადობრივ მოწოდებებს.

პროევროპულ აქციებში აქტიურად ჩართული გიორგი გახარია არასდროს ყოფილა. ის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არასდროს ჩნდებოდა. იდგა ეპიცენტრიდან მოშორებით და ყოველთვის თანაგუნდელების გარემოცვაში. პროკურატურის მოწმეები კი, ამბობენ რომ სწორედ გახარიას მხრიდან გაკეთებული ძალადობრივი მოწოდებები ახსოვთ. არადა აქციებზე გახარია მხოლოდ რამდენიმე წუთით რჩებოდა.

რეზონანსულ საქმეზე სასამართლოს ჩვენება დღეს 4-მა გამომძიებელმა მისცა. ადვოკატები ამბობენ, რომ მოწმეებს როლები გადანაწილებული ჰქონდათ. თითო მომწე 2 ან სამ პოლიტიკოს ასახალებდა.

ერთ-ერთი, ვინც დღეს დაიკითხა - მოწმე გამომძიებელი ნიკა სახელაშვილია. მისი დაკითხვის დროს ადვოკატების შეფასებით ყველაზე კარგად გამჩნდა სისხლის სამართლის საქმის სტანდარტი.

ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმეს დღეს ბრალდეულებიდან მხოლოდ მესამე პრეზიდენტი ესწრებოდა. სააკაშვილი ივანიშვილის გუნდს დანაშაულში ამხელს. ექს პრეზიდენტი გაოგნებას ვერ მალავს იმ ფაქტიის გამო რომ ეფესბეს საქართველოს მოქალაქების პერსონალური მონაცემები საქართველოს ხელისუფლების დახმარებით ხელში ჩაუვარდათ. განსასჯელის სკამიდან სააკაშვილი იმ მძიმე შედეგებზე საუბრობს, რაც შესაძლოა გარდაუვალი გახდეს.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.