"ჩორჩანას საქმეზე" დღეს ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ვანო მაჭავარიანი გამოიკითხა
"ჩორჩანას საქმეზე" დღეს ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ვანო მაჭავარიანი გამოიკითხა - როგორც "პირველების" რეპორტიორი იუწყება, მაჭავარიანმა სასამართლოში გაიმეორა ის, რაც ერთი წლის წინ გენპროკურატურას განუცხადა.
ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიის მეშვეობით გაიგო.
გიორგი გახარიას გამოძიებამ ბრალი 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის გამო წაუყენა, გახარია ამბობს რომ ამით სოფლები რუსი ოკუპანტებისგან დაიცვა. დღეს მისი ადვოკატი პროცესზე ამტკცებდა, რომ ის რასაც ქართული ოცნება ამტკიცებს, ცხინვალის რეჟიმის ინტერესებში შედის.
20 ივნისისა და ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ყოფილ პრემიერ-მინისტრს 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება.