"ქოლცენტრების" საქმის გამოძიებას ხელს ლილუაშვილი უშლიდა? - ფინანსური პოლიციის ექს-შეფის სკანდალური ჩვენება
სქემა, რომლითაც სუს-ი უკანონო "ქოლცენტრებს" წლები მფარველობდა, დღეს სასამართლოში ფინანსური პოლიციის ექს შეფმა გათქვა - პროკურატურის განცხადებით, ლილუაშვილის წინააღმდეგ მოწმედ მიყვანილი სოსო რამიშვილი, სამი საათის განმავლობაში ყვებოდა, როგორ შეჰყავდა ლილუაშვილს გამოძიება შეცდომაში. ირკვევა, რომ პირადი კომუნიკაციის დროს, უსაფრთხოების სამსახურის დაპატიმრებული ხელმძღვანელი ფინანსური პოლიციის უფროსს თაღლითური ქოლცენტრების მდებარეობაზე ინფორმაციას აწვდიდა, ადგილზე მისულ გამომძიებლებს ან გამოუსადაგარი ტექნიკა, ან უბრალოდ ცარიელი სივრცეები ხვდებოდათ.
ფინანსური პოლიცია და სუსი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორგანოებია, თუმცა პროკურატურა ამტკიცებს, რომ "ქოლცენტეების" საქმეზე მუშაობა კოორდინირებულად ხდებოდა. მიუხედავად ამისა, არც ერთი საქმე, რომელიც პროკურატურის თქმით, ლილუაშვილის ინფორმაციის შემდეგ აღიძრა შედეგიანი არ აღმოჩნდა. 2018 დან 25 წლამდე თაღლითური "ქოლცენტრების" ირგვლივ დაწყებული გამოძიებები, პროკურატურის ვერსიით 7 წლის შემდეგ გაირკვა, რომ მხოლოდ ყურადღების გადატანის მცდელობა იყო.
სოსო რამიშვილის ჩვენების განსხვავებული ინტერპრეტაცია მოვისმინეთ დაცვის მხარისგან. ადვოკატები ამბობენ რომ პირადი ნაცნობობის მიუხედავად ლილუაშვილს რამიშვილთან კონტაქტი "ქოლცენტრების" მდებარეობაზე არ ჰქონია, უწყებების კოორდინირებული მუშაობით დაწყებული გამოძიებების ნაწილი კი შედეგიანი აღმოჩნდა.
სოსო რამიშივლი ფინანსურ პოლიციას შვიდი წელი ხელმძღვანელობდა, მანამდე ის იყო სუსის მაღალჩინოსანი და ოქროს მომპოვებული კომპანიია "არ ემ ჯი გოლდის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი. რამიშვილის სახელი არაერთ სკანდალურ საქმეს დაუკავშრიდა. 2025 წელს ის "ქოლ ცენტრების" მფარველობაში პატმრობაში მყოფმა ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ დაადანაშულა. ჩიკვაიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში ამტკიცებდა, რომ რამიშვილი მფარველობდა თაღლითურ "ქოლ ცენტრებს", მათ შორის ერთ-ერთს, რომელიც საქართველოს ტელევიიზის პირველი არხის შენობაში იყო განთავსებული.