ხოშტარიას მდგომარეობა სტაბილურია და გართულებები მოსალოდნელი არ არის - ექიმი

21.11.21 16:18
ხოშტარიას მდგომარეობა სტაბილურია და გართულებები მოსალოდნელი არ არის - ექიმი

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმის, ვალერიან ლობჟანიძის, განცხადებით, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას,  ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და გართულებები მოსალოდნელი არ არის. ლობჟანდაძის თქმით, პაციენტისთვის კვების რაციონი გაზრდა ეტაპობრივად მოხდება.

 მდგომარეობა არის სტაბილური, ვიტალური პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. ამ ეტაპზე რაიმე სახის გართულება მოსალოდნელი არ არის. შემოსვლისას იყო მცირედი ელექტროლიტური დისბალანსი, რომელიც ამჟამად სრულად აღდგენილია. დაწყებულია სპეციალური საკვები საშუალებით ენტერალური კვება, აგრეთვე საჭიროებისამებრ ინტრავენური ინფუზიები უტარდება სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის შესანარჩუნებლად. იღებს დანიშნულ საშუალებებს, რომლის მიღებაც გუშინ დაიწყო. ეტაპობრივად მოხდება კვების რაციონის გაზრდა “, - განაცხადა ექიმმა.

მსგავსი სიახლეები