ქვეყანაში ფეოდალური მმართველობაა, პატარა ბიძინა ივანიშვილები არიან რაიონებში - ოთო ფარულავა
ქვეყანაში ფეოდალური მმართველობაა, პატარა ბიძინა ივანიშვილები არიან რაიონებში, მათი კლანი და გარემოცვა მდიდრდება, - ამის შესახებ “ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ოთო ფარულავამ გადაცემა “რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონებში ხალხის ფული “სამეფო კარის მომღერლების და მასხარების კონცერტებში“ იხარჯეა, რომელსაც გამარტივებული ხელშეკრულებებით იგებენ.
ჩამოტარებით ჰყავთ საკუთარი მომღერლები რეგიონებში - ამბობს ფარულავა.
ქვეყანაში ფეოდალური მმართველობაა, პატარა ბიძინა ივანიშვილებია რაიონებში, მათი კლანი და გარემოცვა მდიდრდება, ისინი იგებენ გამარტივებულ ხელშეკრულებებს. მუნიციპალიტეტის ფული ადამიანებს რომ უნდა მოხმარდეთ, იცით, რაში იხარჯება? ისედაც ვიცით, რომ სამეფო კარის მასხარები და მომღერლები ბევრ ბენეფიტს იღებენ, ხელისუფლების მხრიდან, ჩამოტარებით ჰყავთ საკუთარი მომღერლები რეგიონებში, გამარტივებული წესით უფორმებენ ხელშეკრულებებს და შემდეგ რაღაც სასაცილო კონცერტებს ატარებენ, სადაც “ოცნების“ პარტაქტივი ამობილიზებს ხალხს და იძულებით ასწრებენ ამ კონცერტებს, - ამბობს ფარულავა.