სააკაშვილის პირადი ექიმი გორის ჰოსპიტალში მივიდა

21.11.21 18:35
სააკაშვილის პირადი ექიმი გორის ჰოსპიტალში მივიდა

სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე გორის ჰოსპიტალში მივიდა, სადაც მესამე პრეზიდენტი მკურნალობს. ყიფშიძესთან ერთად ასევე იმყოფებიან გიული ალასანია და გიორგი ჩალაძე. ამ დრომდე უცნობია, როგორია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. კომენტარი ამ თემაზე მთელი დღის განმავლობაში არ გაკეთებულა.

ნიკოლოზ ყიფშიძე მედიასთან კომენტარს სავარაუდოდ, საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს.

მსგავსი სიახლეები