აქ ვართ, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის წარმომადგენლები - “ალდეს“ შეხვედრას ქართული ოპოზიცია ესწრება

03.07.26 15:45
აქ ვართ, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის წარმომადგენლები - “ალდეს“ შეხვედრას ქართული ოპოზიცია ესწრება

ვენაში, სადაც პოლიტიკური ჯგუფ “ალდეს“ შეხვედრა მიმდინარეობს, იმყოფება ქართული ოპოზიცია. იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც “ალდეს“ ჯგუფში არიან გაერთიანებულები.

ისინი პარტნიორებთან საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ისაუბრებენ და დემოკრატიული ძალების და ქართველი ხალხის მხარდაჭერას ითხოვენ.

ოპოზიციის მთავარი სათქმელი პარტნიორებისთვის არის ის, რომ “ქართველ ხალხს ევროპის მხარდაჭერა სჭირდება.“

ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ევროპის მმართველი პოლიტიკური პარტიები ისე როგორც ევროპული, ასევე ადგილობრივი პარლამენტის წევრები იმისთვის იკრიბებიან, რომ იმსჯელონ ევროპის მომავალზე, ყველა იმ ძირითად გამოწვევაზე, რაც გააჩნია არა თუ ევროპულ კონტინენტს, არამდ სამეზობლოს და რაც მთავარია, ჩვენ აქ ვართ როგორც საქართველოს დემოკრატიული პროტეტსი და თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის წარმომადგენლები, იმისთვის, რომდ ავიცვათ ქართველი ხალხის ხმა, ჩვენი დემოკრატიული ფუნდამენტური უფლებები, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.