კიევში ქართველი "კანონიერი ქურდი" ჩაცხრილეს
კიევში, სასამართლოს ეზოში, ქართველი "კანონიერი ქურდი", ირაკლი მალანია, ჩაცხრილეს. საკუთარ პროცესზე მისულ მალანიას 10 ტყვია ესროლეს. თავდასხმა ქართველმა კანონიერმა ქურდმა დაგეგმა.
ექიმების თქმით, მალანიას 6 ტყვია მოხვდა, მას ძლიერი სისხლდენა ჰქონდა და საავადმყოფოში გადაყვანისას გონზე იყო.