რეფიდინგი დაიწყო წარმატებით, აქვს ზოგადი სისუსტე და თავის ტკივილი - ნიკოლოზ ყიფშიძე

21.11.21 21:27
რეფიდინგი დაიწყო წარმატებით, აქვს ზოგადი სისუსტე და თავის ტკივილი - ნიკოლოზ ყიფშიძე

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის, თქმით, ამ ეტაპზე მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მან რეფიდინგის, პოსტშიმშილობის რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით დაიწყო. ყიფშიძის თქმით, სააკაშვილს არტერიული წნევის ცვალებადობა და თავის ტკივილი აღენიშნება.

ფანჯრის პრობლემა გადაწყდა ნორმალურად. განაგრძობს მკურნალობს, აღნიშნავს ზოგად სისუსტეს, თავის ტკივილი, არტერიული წნევა თამაშობს, დილას ჰქონდა მაღალი წნევა, ჩემი აქ ყოფნის დროს წნევა დაეცა. 

რეფიდინგი დაიწყო წარმატებით, პირველი დღე ნორმალურად ჩატარდა.

ასეთ ავადმყოფებს, როგორც მოგეხსენებათ, აქვთ პოსტტრავმატიული სინდრომი, რომელიც გარკვეულ და ძალიან რთულ მკურნალობას და რეაბილიტაციას უნდა დაექვემდებაროს. ამიტომ მე მთხოვა, რომ ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანს დავუკავშირდე, ესაა ალტერნატიული კომისია, რომელსაც სთხოვს ბატონი პრეზიდენტი, რომ მოვიდეს და გაიარონ ეს სიტუაცია. მე ვფიქრობ, საჭიროა ფსიქოლოგის და ფსიქიატრის დამატება ამ დიდ ჯგუფთან ერთად, რომ გავაგრძელოთ მკურნალობა მისი.

მადლობას უხდის გორის ჰოსპიტალის სტაფს. დიდი განსხვავებაა აქ და გლდანს შორის", - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

მსგავსი სიახლეები