ვადიმ გალაიჩუკი: იმედი გვაქვს, რომ ერთ დღეს საქართველო დაუბრუნდება ევროპული ინტეგრაციის გზას
ძალიან შეშფოთებულები ვართ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ დაიწყო ოპოზიციის ჩახშობის, ოპოზიციის ლიდერების დაკავების ეს პოლიტიკა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, - ამის შესახებ კრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვადიმ გალაიჩუკმა “პირველებს“ განუცხადა.
მისი თქმით, წამოაყენეს ძალიან მკაფიო მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის და სხვა სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, თუმცა შედეგი არ ჩანს.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ესაუბრა ირაკლი კობახიძეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზებაზეც, თუმცა “ის კარგად არ მიმდინარეობს“.
ძალიან შეშფოთებულები ვართ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ დაიწყო ოპოზიციის ჩახშობის, ოპოზიციის ლიდერების დაკავების ეს პოლიტიკა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, და ჩვენ წამოვაყენეთ ძალიან მკაფიო მოთხოვნა, რომ ის რეალურად გათავისუფლდეს, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური პატიმრები, და რომ მათ მოეპყრონ კანონისა და ჰუმანური ნორმების შესაბამისად. მას შემდეგ რაც ჩვენი პრეზიდენტი ესაუბრა ირაკლი კობახიძეს ჩვენი პოზიცია იყო და რჩება ძალიან ნათელი, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზება, და ის კარგად არ მიმდინარეობს. ჩვენს მთავრობებს აქვთ კომუნიკაციის ძალიან შეზღუდული არხები. ამის გასაუმჯობესებლად, ჩვენ უნდა გადავჭრათ ეს საკითხები: პირველი-პოლიტიკური პატიმრები, მათი თანამშრომლობა რუსეთთან. მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. თუმცა, იმედია, ეს შეშფოთება სათანადოდ გაგებული იქნება. არსებობს სიტყვები და არსებობს მოქმედებები. ჩვენ გვესმის მათგან მხოლოდ სიტყვები, მაგრამ მოქმედებები არა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა შეეწყვიტა მოლაპარაკებების პროცედურა ევროკავშირთან. ჩვენ ამაში ერთად ვიყავით. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ერთ დღეს საქართველო დაუბრუნდება ევროპული ინტეგრაციის გზას. მაგრამ იმისათვის, რომ ეს მოხდეს, პრობლემები, უნდა გადაიჭრას. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით სერიოზულ მოქმედებებს მათგან, - განაცხადა უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვადიმ გალაიჩუკმა.
ავსტრიის დედაქალაქში პოლიტიკური ჯგუფის “ალდეს“ ყრილობა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცებაა დაგეგმილი.
ALDE -რეზოლუციის პროექტში მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებსა და ევროპულ სახელმწიფოებს, დააწესონ პერსონალური სანქციები როგორც მათ მიმართ, ვინ პასუხისმგებელია ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, ისე „ივანიშვილის რეჟიმის“ ხელის შემწყობებსა და დამფინანსებელ ქსელებზე.
აქვე, ALDE რეკომენდაციას უწევს მკვეთრი ზღვრის შენარჩუნებას რეჟიმსა და საქართველოს მოსახლეობას შორის, იმით, რომ არ იქნას გაუქმებული უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ALDE საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებას ხვალ, 4 ივლისს გეგმავს.
მსგავსი სიახლეები
[გახარიას გუნდმა] პარლამენტში პროვოკაცია მოაწყო, ერთი კვირაა დადიან და ტირიან ეთერებში - მაჭავარიანი ამბობს, რომ გამოკითხვაზე არავის დაუბარებია
პარლამენტში მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც გახარიას გუნდის წევრმა დაიწყო.