[გახარიას გუნდმა] პარლამენტში პროვოკაცია მოაწყო, ერთი კვირაა დადიან და ტირიან ეთერებში - მაჭავარიანი ამბობს, რომ გამოკითხვაზე არავის დაუბარებია

03.07.26 17:50
[გახარიას გუნდმა] პარლამენტში პროვოკაცია მოაწყო, ერთი კვირაა დადიან და ტირიან ეთერებში - მაჭავარიანი ამბობს, რომ გამოკითხვაზე არავის დაუბარებია

პარლამენტში მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე, "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც გახარიას გუნდის წევრმა დაიწყო. მისი მტკიცებით, საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი ინციდენტი გახარიას ჯგუფის მიერ წინდაწინ ორგანიზებული იყო. 

ამასთან, დეპუტატი ამბობს, რომ გამოკითხვაზე ის არავის დაუბარებია. 

რაღაცა პროვოკაცია მოაწყვეს და ახლა ერთი კვირაა დადიან და ტირიან ეთერებში, - თქვა მაჭავარიანმა მედიასთან კომენტარისას. 

არა, არავის დავუბარებივარ. საზოგადოებასთან მინდა, ბოდიში მოვიხადო იქიდან გამომდინარე, რომ ეს კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რაც გახარიას პარტიის მხრიდან შესრულდა, რა თქმა უნდა, რაც შემდეგ ამ ყველაფერს მოჰყვა, ეს არ იყო სასიამოვნო სანახავი. დაიწყო ყველაფერი გიგა ფარულავამ, ფიზიკური შეურაცხყოფაც და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მან დაიწყო და მეორე ეპიზოდი იწყება, როდესაც არჩილ გორდულაძეს ასე უდგას ფარულავა და ისეთ ბინძურ შეურაცხყოფას აყენებს, იქაც დედა აგინებს, ძალიან რთული მოსათმენია. ფიზიკური კონტაქტი იყო სულ რამდენიმე. იქ ერთს ოცი ურტყამდა... იქ წაქცეული კაციც არ ყოფილა და იქ ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც შვიდი ადამიანი გარს ეხვეოდა. ანუ რაღაცა პროვოკაცია მოაწყვეს და ახლა ერთი კვირაა დადიან და ტირიან ეთერებში, - ამბობს ლევან მაჭავარიანი. 

პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიას 2 დეპუტატს, გიგა ფარულავას და გიორგი შარაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"პირველების" მიერ გადაღებულ კადრების მიხედვით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ, „ქართული ოცნების“ შემდეგი წევრები:

  • არჩილ გორდულაძე,
  • ლაშა ტალახაძე,
  • ლევან მაჭავარიანი,
  • ირაკლი კირცხალია
  • ირაკლი ხელაძე

 

მსგავსი სიახლეები