მდინარაძის განცხადება, რომ პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს, იყო პირდაპირ ზეწოლა პროკურატურაზე - ხორგუანი

03.07.26 17:59
მდინარაძის განცხადება, რომ პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს, იყო პირდაპირ ზეწოლა პროკურატურაზე - ხორგუანი

გახარიას გუნდის წევრი, სოფო ხორგუანი აცხადებს, რომ პარლამენტში მომხდარი დაპირისპირება მამუკა მდინარაძის ორგანიზებული იყო. მისი თქმით, მდინარაძემ მომხდარის შემდეგ გააკეთა განცხადება, რომლითაც ფაქტობრივად პროკურატურაზე ზეწოლა სცადა, რამაც ცხადყო, რომ საგამოძიებო წუეყბა მხოლოდ "ოცნების" დავალებებს ასრულებს.  

ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა ჩვენს დეპუტაციაზე "ქართული ოცნების" დეპუტატების მონაწილეობით მამუკა მდინარაძის ორგანიზებით. რაც ვნახეთ, მაგალითად, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ არანაირი გამოძიება იქ არ უნდა დაიწყოს და სისულელეა ეს და არავის ეს არ გაუგია, ეს იყო პირდაპირ ზეწოლა პროკურატურაზე და პირდაპირ დადასტურება იმისა, რომ პროკურატურა ასრულებს ამ ერთი პარტიის დავალებას, - ამბობს სოფო ხორგუანი. 

პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიას 2 დეპუტატს, გიგა ფარულავას და გიორგი შარაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"პირველების" მიერ გადაღებულ კადრების მიხედვით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ, „ქართული ოცნების“ შემდეგი წევრები:

  • არჩილ გორდულაძე,
  • ლაშა ტალახაძე,
  • ლევან მაჭავარიანი,
  • ირაკლი კირცხალია
  • ირაკლი ხელაძე

 აღსანიშნავია, რომ მომხდარის შემდეგ ორ დღეში გახარიას გუნდმა პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მიმართა. 

მსგავსი სიახლეები