გრიგოლ გეგელია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

03.07.26 18:26
გრიგოლ გეგელია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

"ლელო - ძლიერი საქართველოს" საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბეატე მეინლ-რაიზინგერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. 

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფების დაცვისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს კარგად ესმის ჩვენი გამოწვევები და მხარს უჭერს ქართველო ხალხის ბრძოლას დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოსთვის. ქალბატონი მინისტრი ჩვენი პოლიტიკური ოჯახის გამორჩეული ლიდერია, რომელიც სარგებლობს ავტორიტეტით სრულიად ევროპის მასშტაბით. ის არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ყველა იმ ქართველისთვის ვისაც თავისუფლება, კეთილდღეობა და ძლიერი ქართული სახელმწიფო ადარდებს," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.  

ცნობისთვის, ვენაში მიმდიბარე ALDE-ს ყრილობის ფარგლებში, რომელსაც გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი ესწრებიან, ლელოს ლიდერები ხვდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებს.

მსგავსი სიახლეები