"ლელო" საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს

22.11.21 10:01
"ლელო" საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს

ფრაქცია "ლელო"ბოიკოტს წყვეტს  და საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება. პარტიის წევრები სხდომებს მიმდინარე კვირიდან დაესწრება.

ცნობისთვის, ფრაქციამ „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში მონაწილეობა 2 ნოემბერს შეწყვიტა.

ფრაქციის წევრები მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ. 

მსგავსი სიახლეები