ყაველაშვილი აითოლა ხამენეის პანაშვიდზე ჩავიდა - რა სიგნალს უგზავნის "ოცნება" პარტნიორებს?

03.07.26 21:02
ყაველაშვილი აითოლა ხამენეის პანაშვიდზე ჩავიდა - რა სიგნალს უგზავნის "ოცნება" პარტნიორებს?

დასავლეთის მიერ სანქცირებული და იზოლირებული ლიდერების გვერდით მიხეილ ყაველაშვილი ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე გამოჩნდა. თეირანში გამართული ღონისძიება უკვე მხოლოდ სამგლოვიარო პროცესად აღარ აღიქმება და მას სხვადასხვა რეჟიმის პოლიტიკური დემონსტრაციის მნიშვნელობასაც ანიჭებენ.

ცერემონიაზე, ყაველაშვილის გარდა, იმყოფებოდნენ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, ჩინეთის დელეგაცია და ირანის რეჟიმის წარმომადგენლები.

მიხეილ ყაველაშვილი თეირანში დღის 12 საათზე ჩავიდა. „ქართული ოცნების“ ხმებით არჩეულ პრეზიდენტს თან ახლდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და მისი მრჩეველი საგარეო საკითხებში, ლუკა ეხვაია.

ყაველაშვილმა სამძიმარი ირანის ხელისუფლების მოქმედ წარმომადგენლებს - პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს, საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის და ირანის უზენაეს მოსამართლეს გამოუცხადა. ეს უკანასკნელი მანამდე რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებს სიკვდილით დასჯით ემუქრებოდა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თეირანში გადაღებული კადრები საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ კურსზე კითხვებს აჩენს. მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტს გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესმენი ჯო უილსონიც, რომლის შეფასებით, ირანში „ამერიკის მოძულე რეჟიმები“ შეიკრიბნენ. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მონაწილეობა საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები