„შეკვეთილი და შინაარსს მოკლებული“ - როგორ პასუხობს "ოცნება" გაეროს უმაღლესი კომისრის ანგარიშს

03.07.26 21:11
„შეკვეთილი და შინაარსს მოკლებული“ - როგორ პასუხობს "ოცნება" გაეროს უმაღლესი კომისრის ანგარიშს

„შეკვეთილი და შინაარსს მოკლებული“ - ასე აფასებს „ქართული ოცნება“ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშს და მის რეკომენდაციებს არ ეთანხმება. მმართველი გუნდის წევრები უარყოფენ, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი, გაჭიანურებული გამოძიებები და სამოქალაქო სექტორზე ზეწოლა არსებობს.

უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონის დამრღვევი ყველა პირის მიმართ შესაბამისი ზომები გატარდება.

ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს შემდეგ, საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმაც გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში მიღებული კანონები კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას ზღუდავს.

გაეროს უმაღლესი კომისარი ხელისუფლებას რეპრესიულად შეფასებული კანონების გადახედვისა და გაუქმებისკენ მოუწოდებს. „ქართული ოცნება“ კი აცხადებს, რომ რეკომენდაციებს მხოლოდ არგუმენტირებული დასაბუთების შემთხვევაში განიხილავს.

ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტთან დაპირისპირების ფონზე, ხელისუფლების პოზიცია გაეროს ანგარიშის მიმართაც კრიტიკულია. დოკუმენტში საუბარია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე, საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, სამოქალაქო სექტორის საქმიანობისთვის შექმნილ დაბრკოლებებზე და ამ საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების აუცილებლობაზე.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები