ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში - რატომ არ იწყებს გამოძიებას პროკურატურა
პარლამენტის წევრი ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მის მიმართ საგამოძიებო უწყებებს კითხვები არ გასჩენიათ. განცხადება გაკეთდა გიორგი გახარიას პარტიის წევრ გიგა ფარულავაზე თავდასხმიდან ერთი კვირის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ ფარულავას საქმეზე განცხადება პროკურატურაში უკვე შეტანილია, გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა. პარტიაში აცხადებენ, რომ შესაბამისი უწყებიდან პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
კადრებში ჩანს, როგორ ურტყამენ გიგა ფარულავას. დაპირისპირებაში, გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი ძალოსანი ლაშა ტალახაძეც ერთვება. მოგვიანებით კადრებში ჩანან ზურა რურუა, ლევან მაჭავარიანი და უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია.
რატომ არ იწყებს გამოძიებას პროკურატურა - ამ კითხვაზე „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ პროკურატურა გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს და უწყების უმოქმედობა პოლიტიკური დირექტივით არ არის განპირობებული.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.