"სირცხვილი! საწყალი საქართველო!" - მიხაილ როთი მიხეილ ყაველაშვილის ირანში ვიზიტზე

03.07.26 19:38
"სირცხვილი! საწყალი საქართველო!" - მიხაილ როთი მიხეილ ყაველაშვილის ირანში ვიზიტზე

გერმანელი პოლიტიკოსი, მიხაილ როთი მიხეილ ყაველაშვილის ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე ჩასვლას და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან შეხვედრას ეხმაურება

სირცხვილი! საწყალი საქართველო!" - წერს მიხაილ როთი სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე უკვე მივიდა - კადრებში, რომელიც პირდაპირი ტრანლირებით გადაიცემა, ჩანს, რომ თეირანის მთავარ სალოცავში, იმამ ხომენეის მოსალაში მისულმა ყაველაშვილმა ირანის რეჟიმის წარმომადგენლებს ხელი ჩამოართა და სამძიმარი გამოუცხადა. 

აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ, პირველად საჯაროდ, დღეს ჰამენეის კუბოსთან გამოჩნდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მთავარსარდალი აჰმად ვაჰიდი, ის ჩანდა ირანული სახელმწიფო მედიის მიერ 3 ივლისს გავრცელებულ კადრებში.

ირანის ხელისუფლებამ ხამენეის გამოსათხოვარი სამგლოვიარო მსვლელობა და დაკრძალვის ცერემონია ერთკვირიან პროცესიად დაგეგმა. ოფიციალური პირების განცხადებით, ღონისძიებებში „მილიონობით ადამიანის“ მონაწილეობას მოელიან.

არსებული ინფორმაციით, დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით, ყოფილი უზენაესი ლიდერის ცხედარს თეირანსა და ყუმში გამართული ცერემონიების შემდეგ ერაყის ოთხ ქალაქში გადაასვენებენ. მას ხუთშაბათს, 9 ივლისს, ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე, თეირანის შემდეგ მეორე დიდ ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ.

მსგავსი სიახლეები