აჭარის მთავრობა თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს - აუდიტის კრიტიკული დასკვნა
აჭარის მთავრობა საწვავს არამიზნობრივად ხარჯავს. სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში თორნიკე რიჟვაძის სამსახურში საწვავში თითქმის ნახევარი მილიონი გადაიხადეს, 1 მლნ 185 349 ლარი კი ავტომობილების მოვლაში.
ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი "პირველებთან" ამბობს, რომ აუდიტის დასკვნა მხოლოდ პრევენციული ხასიათისაა და საგანგაშო დასკვნაში არაფერია.
ყოველწლიურად სახელმწიფო აუდიტი ამოწმებს ყველა საჯარო დაწესებუელბას და ყველა რეკომენდაციაზე და დასკვნაზე იქნება შესაბამისი პასუხები", - ამბობს ჩიქოვანი.