ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს მთავრობა ხალხის ევროპულ არჩევანს უნდა მიჰყვეს

03.07.26 20:26
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს მთავრობა ხალხის ევროპულ არჩევანს უნდა მიჰყვეს

 

 

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბეატე მაინლ-რაიზინგერი აცხადებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით არ მიდის და ხელისუფლებამ მოქალაქეების ევროპულ არჩევანს უნდა უპასუხოს. მისი თქმით, ქართველ ხალხს ევროპაში ინტეგრაცია სურს და მთავრობამ მათი ნება უნდა გაითვალისწინოს.

განცხადება ავსტრიის დედაქალაქში, პოლიტიკური ჯგუფის „ალდეს“ ყრილობის მიმდინარეობისას გაკეთდა.

პირველ რიგში, რასაც ჩვენ ნათლად ვხედავთ, არის ის, რომ საქართველოში ხალხმა აირჩია ევროპა და მათ სურთ, იყვნენ ევროპის ნაწილი და რა თქმა უნდა, ევროპასაც სურს, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი. მე ვფიქრობ, ყველა პოლიტიკოსის მოვალეობაა, ააშენოს ხიდები და გზები უფრო თავისუფალი მომავლისკენ და სამწუხაროდ, ის, რასაც ამჟამად ვხედავთ საქართველოში, არ მიდის სწორი მიმართულებით. ეს არის მკაფიო განცხადება, რომელსაც მე ასევე ვაძლევ ჩემს ქართველ კოლეგას, ვინც არ უნდა წარმოადგენდეს საქართველოს, ამჟამად ეს ასეა. ქვეყანა არ მიდის სწორი მიმართულებით და როგორც ვთქვი, ვფიქრობ, ეს ეხება პოლიტიკოსების მიერ ხიდების შენებას და მომავლისკენ გზების შენებას. ეს უნდა იყოს ყველას ვალდებულება. რა უნდა გააკეთოს მთავრობამ?როგორც ვთქვი, საქართველოს მოსახლეობამ აირჩია ევროპა, მათ არ სურთ, იყვნენ რუსეთის მარიონეტები, ასე რომ, ეს არის ხალხის გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ, მთავრობა უნდა მიჰყვეს ამ გადაწყვეტილებას და ხალხის ნებას, - განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბეატე მეინლ- რაიზინგერმა. 

ავსტრიის დედაქალაქში პოლიტიკური ჯგუფის  “ალდეს“ ყრილობა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცებაა დაგეგმილი.

აღნიშნულ დოკუმენტში გამოხატულია არა მხოლოდ შეშფოთება და კრიტიკული მოსაზრება საქართველოში ხელისუფლების პოლიტიკის მისამართით, არამედ, ამ დოკუმენტით “ალდე“ ევროკავშირს მოუწოდებს, დააკისროს სანქციები პასუხისმგებელ პირებს დემოკრატიული უკუსვლის გამო და ასევე, არ შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს.

 

მსგავსი სიახლეები