სვენია ჰანი: „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირთან დაახლოების რეალური სურვილი არ გამოუჩენია

03.07.26 20:38
სვენია ჰანი: „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირთან დაახლოების რეალური სურვილი არ გამოუჩენია

 

 

ევროპელი ლიბერალები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას უკიდურესად შემაშფოთებლად აფასებენ. "ალდეს" პრეზიდენტი სვენია ჰანი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ნაბიჯები ქვეყანას დანარჩენი ევროპისგან აშორებს და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას აზიანებს.

მისი თქმით, "ოცნების" ხელისუფლებას ევროკავშირთან კავშირების აღდგენისა და დიალოგისთვის რეალური სურვილი რომ ჰქონდეს, ეს კონკრეტულ ნაბიჯებში გამოჩნდებოდა. ჰანი ამბობს, რომ ამ პირობებში პასუხისმგებელ პირებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.

აქ ახლა კონკგრესი მსჯელობს პოლიტიკურ სიტუაციაზე საქართველოში, რადგან ევროპელი ლიბერალები უკიდურესად შეშფოთებულები არიან პოლიტიკური სიტუაციით და 'ქართული ოცნების" რეჟიმის მუშაობით. ვხედავთ, რომ მათი მიზანი საქართველოს კიდევ უფრო დაშორებაა დანარჩენი ევროპისგან. მათ მოსპეს ყველანაირი ამბიცია ევროკავშირში გაწევრიანების. რეზოლუცია სწორედ ამ მთავარ საკითხს ეხება. ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ დანარჩენი ევროპა ყურადღების მიღმა არ ტოვებს საქართველოს. "ქართულ ოცნებას" რეალურად რომ სურდეს დაახლოება, კავშირების აღდგენა თუ დიალოგი, ჩვენ ამას დავინახავდით. ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ დავინახეთ მთავრობას რეალურად ეჩვენებინოს ნიშნები იმისა, რომ სურს სვლა ევროკავშირისკენ, ამიტომ მათ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ, - ამბობს სვენია ჰანი.

ავსტრიის დედაქალაქში პოლიტიკური ჯგუფის  “ალდეს“ ყრილობა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცებაა დაგეგმილი.

აღნიშნულ დოკუმენტში გამოხატულია არა მხოლოდ შეშფოთება და კრიტიკული მოსაზრება საქართველოში ხელისუფლების პოლიტიკის მისამართით, არამედ, ამ დოკუმენტით “ალდე“ ევროკავშირს მოუწოდებს, დააკისროს სანქციები პასუხისმგებელ პირებს დემოკრატიული უკუსვლის გამო და ასევე, არ შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს.

 

მსგავსი სიახლეები