რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით ქუქჩიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს

03.07.26 21:01
რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით ქუქჩიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით ქუქჩიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს. იგი რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლას შეეწირა.

ქუქჩიშვილი წლების განმავლობაში უკრაინის დასაცავად ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს მის დასახვედრად და პატივის მისაგებად მოქალაქეები შეიკრიბნენ.

ქართველი გმირს პატივი მიაგო უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მეომრის, ვაო ნადირაძის დედამაც.

პირველ რიგში, დედა გამახსენდება ხოლმე, დედას რა ეშველება?... ყველასტვი რთულია, მაგრამ თმაც კი ეწვის დედას ასეთი განსაცდელის დროს. სამი ერთად, სამი ქართველი, ეს რამხელა დანაკლისია, აბა, გაიაზროს თითოეულმა ქართველმა. ბევრჯერ ჩემს შვილს უთქვამს, მოუწერია, დედა, მე აქ რატომ უნდა ვწვრთნიდე, რატომ საქართველოში არაო, რატომ აიძულებდნენ, რომ წასულიყვნენ ეს ბიჭები აქედან? რამდენჯერ "პერესტრელკაში" მოაქციეს დადიანის ქუჩაზე ჩემი შვილი მეუღლესთან ერთად. რატომ დასდევდნენ? ვის უნდა დარჩეს ჩვენი მიწა-წყალი? სისხლითაა ჩვენი მიწები გაპოხილი, - ამბობს ნადირაძის დედა.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.  

მსგავსი სიახლეები