ზურა ბატიაშვილი ყაველაშვილის ირანში ვიზიტზე: ხელს შეუშლის აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვაში
საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი და საგარეო უწყების ყოფილი თანამშრომელი ზურაბ ბატიაშვილი ამბობს, რომ თბილისში, აშშ-ის საელჩოში ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა გააპროტესტა და იქიდან გამოვიდა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძის სიტყვიდან ჩანდა, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები ჯერ გადატვირთული არ არის.
ამასთან, ზურა ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ ყაველაშვილის ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე ვიზიტი "ქართულ ოცნებას" შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვაში ხელს შეუშლის.
შეიძლება მაღალ, დაბალ, ან საშუალო დონეზე იყოს ესა თუ ის ქვეყანა წარმოდგენილი, მით უმეტეს როცა მეზობელია, მაგრამ ამ შემთხვევაზე არის განსხვავება იგივე აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან შედარებით, ისინი უშუალო მეზობლები არიან და ჩვენ პირდაპირი საზღვარი არ გვაქვს ირანთან, ეს ერთი. მეორე, აშკარად "ქართულ ოცნებას" ეტყობა, რომ წინაზე, როცა კობახიძე იყო თავად ჩასული, ახლა გარკვეულწილად დონე დაწიეს, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მაგათთვისაც პრეზიდენტი დიდ არაფერ ფუნქციას არ ატარებს, მაგრამ მაინც ეს, ჩემი აზრით, ხელს შეუშლის მათ მცდელობას, შეთავაზებას, რომ გადატვირთონ ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან. არაფერი არ ეტყობა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვას.
[აშშ-ის საელჩოში ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლისას], მე მისი სიტყვით გამოსვლა გავაპროტესტე და გამოვედი, არ ვესწრებოდი სიტყვით გამოსვლას, ყოველ შემთხვევაში რაც გავრცელდა მერე ინფორმაცია იყო ის, რომ კობახიძემ გაიმეორა, რომ მზად არიან ურთიერთობების გადასატვირთად. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის გადატვირთული, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ და ისედაც ეტყობა რომ არაფერი გადატვირთული არ არის," - განაცხადა ზურა ბატიაშვილმა.