"ალდეს" ყრილობაზე ელენე ხოშტარიას მხარდასაჭერად, საქართველოს დროშიანი ცარიელი სკამი დგას

04.07.26 13:28
"ალდეს" ყრილობაზე ელენე ხოშტარიას მხარდასაჭერად, საქართველოს დროშიანი ცარიელი სკამი დგას

ცარიელი სკამი ელენე ხოშტარიას სახელზე - უკვე მეორედ, ALDE Party – Liberals and Democrats for Europe-ს კონგრესზე პოლიტიკური პატიმრის, პარტია “დროას” თავმჯდომარის, ელენე ხოშტარიას მხარდასაჭერად, საქართველოს დროშიანი ცარიელი სკამი დგას.

ფოტოს და ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია "დროა" აქვეყნებს. 

ღონისძიებას, სახელწოდებით “ბრძოლა ფუნდამენტური უფლებებისთვის ევროპის ზღურბლზე”, Girchi • გირჩი - მეტი თავისუფლება-ის თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძე და ბარონესა სალ ბრინტონი ALDE-ს ვიცე-პრეზიდენტი, “ლიბერალ ინტერნაციონალის” ადამიანის უფლებათა კომიტეტის პრეზიდენტი გაუძღვნენ", - წერს "დროა" .

24 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ  გიორგი არველაძემ  ელენე ხოშტარიას კალაძის ბანერზე გაკეტებული წარწერის გამო 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.