საქართველოს მთავრობა ძალიან სტრატეგიულ ქვეყანას პროკრემლისტურ ანკლავად აქცევს - ამერიკელი კონგრესმენი
საქართველოს მთავრობა ძალიან სტრატეგიულ ქვეყანას პროკრემლისტურ ანკლავად აქცევს - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, მარკ ვისიმ ეუთოს საპარლმენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გავლენიანი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება მშვიდობიანი "საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობით" განიმტკიცა.
სიტყვით გამოსვლისას მარკ ვისიმ თქვა, რომ კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, მთავრობის ანტიკორუფციული ბიურო ახლა გამოიყენება როგორც "პოლიტიკური ინსტრუმენტი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების შესავიწროებლად".
როგორც ყველამ იცით, „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება განიმტკიცა მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობით. მათ ასევე მოახდინეს ძალაუფლების კონსოლიდაცია მასობრივი დაპატიმრებების ორგანიზებითა და სახელმწიფო ინსტიტუტების იარაღად გამოყენებით. შესაბამისად, კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, მთავრობის ანტიკორუფციული ბიურო ახლა გამოიყენება როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების შესავიწროებლად. რა თქმა უნდა, ეს არის ის, რასაც ჩვენ აქ ყოველთვის ვებრძვით.
და მაშინ, როდესაც ქართველების 90% მხურვალედ უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, მთავრობამ აქტიურად დაბლოკა ეს გზა. მან მიიღო რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონი დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩასახშობად. დასავლური ინტეგრაციის მიტოვებით, ჩინეთთან კავშირების გაღრმავებითა და მოსკოვის ინტერესებთან თანხვედრით, მთავრობა ამ ძალიან სტრატეგიულ ქვეყანას პროკრემლისტურ ანკლავად აქცევს. ჩვენ არ გვსურს ძირი გამოვუთხაროთ ევროპულ უსაფრთხოებას, რაც რეგიონში ანტიდასავლური გავლენისთვის საშიშ დასაყრდენს შექმნიდა.
მე უბრალოდ მინდოდა ამის აღნიშვნა, რადგან ამჟამად მსგავსი ტიპის ბრალდებები ძალიან სერიოზულია. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ამით ვასრულებ ჩემს სიტყვას.“- განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზეა დაგეგმილი 8 ივლისს, ახალი კრიტიკული რეზოლუციის დამტკიცება.
რეზოლუციის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია.
- ჰააგაში 4-8 ივლისს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია გაიმართება.
რა წერია დოკუმენტში ნახეთ აქ: