წულუკიანის ბრიფინგზე კრიტიკული მედია არ შეუშვეს
თეა წულუკიანის დაცვამ კულტურის სამინისტროდან ჟურნალისტები გამოყარა. კულტურის სამინისტროში მინისტრის პრესკონფერენციის გასაშუქებლად მისული კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
წულუკიანთან მხოლოდ 5 ტელევიზია შეუშვეს. "ტვ პირველის" და "მთავარის" ჟურნალისტებს დაცვამ უთხრა, რომ მითითება აქვთ მიღებული - არ დაუშვან შენობაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლები.
"ტვ პირველი" მომხდარის შესწავლას სახალხო დამცველს სთხოვს.