"ლელო" "ნაციონალური მოძრაობის" განშტოებაა - პაპუაშვილი

22.11.21 11:02
"ლელო" "ნაციონალური მოძრაობის" განშტოებაა - პაპუაშვილი

"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი, მიიჩნევს, რომ "ლელო" "ნაციონალური მოძრაობის" დაქვემდებარებაშია და გადაწყვეტილებებს მათი დავალებით იღებს. პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტაც  "ნაციონალური მოძრაობის" დირექტივას უკავშირდება. 

"ლელო" ზოგადად ქართულ პოლიტიკაში არის მაგალითი არათანმიმდევრულობისა. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ისინი დამოუკიდებლად არ იღებენ გადაწყვეტილებას, იცით, რომ "ლელო" არის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი განშტოება. შესაბამისად, როცა გადაწყვეტილება მიიღება სხვა პარტიის დავალებით, რა ქმა უნდა, აქ თანმიმდევრულობა ნაკლებად შეიძლება, იყოს.

რა ბოიკოტის დასრულებაზეა საუბარი, "ლელოს" ერთ-ერთმა წევრმა, მამუკა ხაზარაძემ ,მანდატი დატოვა საერთოდ და მათ სია აქვთ გაუქმებული. ეს პოლიტიკური ორგანიზაციები არიან ანტიდემოკრატიული ორგანიზაციები", - ამბობს პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები