როგორ გაჰყავთ საქართველოდან ჩვილები ჩინეთის მოქალაქეებს - ჟურნალისტური გამოძიება
თბილისში, აღმოჩენილია ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში გაჩენილი ჩვილ ბავშვთა მოვლის ცენტრები. TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისს წყარო უყვება, რომ ბროწეულის ქუჩაზე ძირითადად სუროგატი დედების მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის გაჩენილი ბავშვები გადმოჰყავთ სამშობიაროდან, ორ თვიანი მომზადების შემდეგ კი ბავშვები ჩინეთის მოქალქეებს მიჰყავთ.
აღსანიშნავია, რომ კერძო სახლის მეპატრონეებთან, სადაც ჩვილ ბავშვთა მოვლის ცენტრებია გახსნილი, ქირავნობის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი არ იძებნება.
წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ადგილზე მისვლით დასტურდება - ცენტრში დასაქმებული ქართველი ძიძები ადასტურებენ, რომ ჩინურ კომპანიას ემსახურებიან.
საქართველოს კანონმდებლობით სუროგაცია ლეგალურია, თუმცა აკრძალვები არსებობს: იუსტიციის მინისტრის 2020 წლის ბრძანების თანახმად, რომელსაც ხელს თეა წულუკიანი აწერს, სუროგატი დედის მომსახურებით სარგებლობა საქართველოში შეუძლიათ მხოლოდ, ქალისა და მამაკაცის წყვილს, რომელებიც უკვე ერთი წელია იმყოფებიან ქორწინებაში ან თანაცხოვრებაში.დოკუმენტში წერია, რომ საზღვრის კვეთის დროს აუცილებელია დაბადების რეგისტრაციის დოკუმენტში მითითებული იყოს ორივე მშობელი. "შაბათის ეთერს" ცენტრში დასაქმებულმა ძიძებმა კი უთხრეს, რომ ხშირად მეორე მშობლად მამიდას ან ნათესავებს აფორმებენ, რომლებიც ჩინეთიდან ჩამოჰყავთ.
ოფისში, სადაც სავარაუდოდ, სუროგაციით დაინტერესებულ ჩინეთის მოქალაქეებს მომსახურებას უწევენ, მხოლოდ ჩინეთის მოქალაქეები შედიან და გამოდიან, ლუიც ერთ-ერთი იმათგანია, ვინც დღეს შეხვედრაზე მოვიდა. ამბობს, რომ ჩინეთის მოქალაქე დონგ ჰაი არის ის ბიზნესმენი, რომელიც საქართველოში წლებია ამ საქმიანობას ეწევა და ჩინეთიდან ჩამოსულ მოქალქეებს ეხმარება, რომ დონორიც და სუროგატიც საქართველოში მოძებნოს.
ბიზნესმენი, რომელზეც ლუი ლაპარაკობს, საქართველოში რამდენიმე შპს-ს მფლობელია. დონგ ჰაის ჩინეთის მოქალაქე პარტნიორები ყავს - ის მოლეკულურ გენეტიკური ლაბორატორიის მეწილეცაა. დონგ ჰაის "შაბათის ეთერის" გუნდის წარმომადგენელი როგორც სუროგაციით დაინტერესებული პირი ისე გავეცნო, კონტაქტზე გამოვიდა, შეხვედრაზე დაგვთანხმდა და მოგვიანებით გადაიფიქრა.
"შაბათის ეთერმა" თემაზე მუშაობა სამი კვირის წინ დაიწყო, მას შემდეგ რაც TV პირველის გადამღები ჯგუფი თბილიში ბროწეული ქუჩაზე, ჩინეთის მოქალაქებისთვის გაჩენილ ჩვილ ბავშვთა ცნტრში მივიდა, მათ ეს ოფისი დახურეს. "შაბათის ეთერის" მიერ მოიპოვებუილი ინფრომაციით, რაც მფლობელემა გაიგო, რომ ჟურნალისტები კითხვებს სვამდნენ, როგორ გაყავთ ქვეყნიდან ჩინეთს ერთ მოქალაქეს საქართველოში დაბადებული ბავშვი, როდესაც ამას კანონი კრძალავს, ეს ჩილებიც და ძიძებიც სხვა მისამართზე გადაიყვანა.
"შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ ბროწეული ქუჩიდან ჩვილ ბავთა ცენტრი, დიდ დიღომში გრდავა ვილას საცოცხოვრებელ კომპალექსში, ერთ ერთი კერძო სახლში გადაიტანეს. ჩვილ ბავშვთა ცენტრი ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავარუდოდ ფუნქციონირებს კრწანისშიც, წინანურის ქუჩაზე. სასტუმრო "კინგ ტომი" ადგილობრივების თქმით, დიდი ხანია დაკეტილია და იქ ტურისტები არავის უნახავს.