პრემიერის მტკიცებით, ქვეყანაში სამუშაო ადგილები არის, თუმცა მოსახლეობა არ მუშაობს, რომ სოციალური დახმარება არ მოუხსნან

22.11.21 11:16
პრემიერის მტკიცებით, ქვეყანაში სამუშაო ადგილები არის, თუმცა მოსახლეობა არ მუშაობს, რომ სოციალური დახმარება არ მოუხსნან

პრემიერ-მინისტრი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ახალ პროგრამას აანონსებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სოციალური დახმარების ნაცვლად სახლემწიფომ სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზოს. პრემიერი ირწმუნება, რომ ამის რესურსი ქვეყანაში არის. 

არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული შრომისუნარიანი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები, შევაჩვიეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას. რეალურად, დღეს შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, რომ დაიწყოს მუშაობა იმის შიშით, რომ შემდეგ სახელმწიფომ არ მოუხსნას სოციალური დახმარება. ეს არის შემაშფოთებელი. უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოგიდგენთ ახალ სოციალურ ხედვას. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი პროგრამა, ეს იქნება საზოგადოებრივი საქმის, სამუშაო ადგილების პროგრამა და ჩვენ ნაცვლად სოციალური დახმარებისა, უნდა შევთავაზოთ ჩვენ შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები. და ასეთი საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ ათასობით და ათი ათასობით თითოეული მინიციპალიტეტისთვის, - განაცხადა პრემიერმა. 

მსგავსი სიახლეები